LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები აიღეს

408
PRI-1178395081

ლონდონში, მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები აიღეს. ამის შესახებ “Daily Mail” იუწყება.

მუზეუმის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მეგანმა და ჰარიმ სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარის თქვეს.

მანამდე, სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას ქანდაკებები სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად იყო განლაგებული. იქვე იყო დედოფალი ელიზაბეტის და პრინცი ფილიპის, ასევე პრინცი უილიამის და მისი მეუღლე ქეით მიდლტონის ქანდაკებებიც.

ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარს ამბობენ

განცხადების გამოქვეყნებამდე წყვილს ოჯახის წევრებთან არ უსაუბრიათ.

ცნობისთვის, მადამ ტიუსოს მუზეუმში მეგანისა და ჰარის ქანდაკებები, ჯერ კიდევ მათ ქორწილამდე განათავსეს.

შეგახსენებთ, რომ ახლახანს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარი თქვეს. წყვილი აცხადებს, რომ სამეფო სახლისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა სურთ.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ოჯახიდან გამიჯვნის გადაწყვეტილებას დედოფალი აღშფოთებით ხვდება

„მრავალთვიანი ფიქრისა და შიდა დისკუსიების შემდეგ გადავწყვიტეთ, მიმდინარე წელს განვახორციელოთ ცვლილებები და დავიწყოთ ამ ინსტიტუტში ახალი პროგრესული როლის შესრულება. ვაპირებთ, შევწყვიტოთ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების მოვალეობის შესრულება და ვიმუშაოთ, რათა გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები და ამავე დროს, გავაგრძელოთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის სრული მხარდაჭერა”, – ნათქვამია ჰარისა და მეგანის განცხადებაში.

წყვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნაწილობრივ დიდ ბრიტანეთში, ნაწილობრივ კი – ჩრდილოეთ ამერიკაში იცხოვრებენ. მეგანმა და ჰარიმ ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციის გახსნაც დააანონსეს.

სამეფო ოჯახის დატოვების შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ მეგან მარკლი პირველად გამოჩნდა (ფოტო)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები