LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა, დაგვიკავშირდნენ პრემიერის დავალებით – ანიტა ფაცაციას ოჯახს პრემიერის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ

4738
anita-news2345-2019-12-10-09-27-10-878079

პატარა ანიტა ფაცაციას ბებია თამუნა გლურჯიძემ ფეისბუქში დაწერა, რომ ფეისბუქ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციიდან უკვე დაუკავშირდნენ.

მადლობა, დაგვიკავშირდნენ პრემიერის დავალებით“-დაწერა ანიტას ბებიამ.
დღეს ორი წლის ანიტას ფეისბუქ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელეს, რომ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახს საზღვარგარეთ გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემები შეექმნა, რომლის მოგვარებას დრო სჭირდება და ამისთვის ოჯახი დახმარებას პრემიერ მინისტრისგან ითხოვდა.

“ათასნაირი წერილის მიწერ-მოწერას ითხოვს ბიუროკრატია, სანამ იტალიის კლინიკაში მოხვდება. ამასობაში დრო გადის და შეიძლება დაგვიანებული იყოს. მივმართავ თხოვნით რიგით ადამიანებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ყველას – მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე”,-დაწერა ანიტას ბებიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები