LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ევროსეზონისთვის: ქართველებისგან სირცხვილნაჭამ მოსკოვის “დინამოს” ფანებმა დასცინეს

170
dinam

მოსკოვის “დინამოს” გულშემატკივრებს მძაფრი რეაქცია ჰქონდათ გუნდის ევროპა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდნის გამო.

რუსეთის პირველობის მერვე ტურის მატჩის წინ ფანებმა ირონიული ბანერი გამოფინეს: “მადლობა ევროსეზონისთვის”.

ამ ბანერის გვერდით, ორივე მხრიდან კიდევ ორი ბანერი გამოკიდეს და ერთგან მიაწერეს – მოლოდინი და ნახატზე საზღვარგარეთის პასპორტი, ხოლო მეორეგან – რეალობა და რუსეთის მატარებლის ბილეთი.

მოგეხსენებათ, მოსკოვის “დინამო” ევროარენიდან თბილისის “ლოკომოტივმა” გამოთიშა. ჩვენებმა 2:1 მოიგეს, რაც დიდი მოულოდნელობა გახდა რუსებისთვის. ისინი ჯერაც აპელირებენ საკუთარ ბიუჯეტზე, ძვირადღირებულ ლეგიონერებზე და პარალელურად ხაზს უსვამენ “ლოკომოტივის” მწირ ფინანსებს, ახალგაზრდა და უცნობ ფეხბურთელებს, “ლოკომოტივის” პოზიციას საქართველოს ჩემპიონატში და ვერ გაუგიათ როგორ წააგეს ასეთ გუნდთან.

 

მადლობა: მოსკოვს ცრემლების არ სჯერა – მდიდარი რუსები დამარცხებულები გავუშვით

ამასობაში კი “ლოკომოტივი” ესპანეთში მიამგზავრება და ხუთშაბათს ევროპა ლიგის მორიგ ეტაპზე ლა ლიგაში ორიდან ორი მატჩის მომგებ “გრანადას” შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები