ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიტანული კინოაკადემიის მთავარი პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის რამი მალეკს ერგო. მან ამ ნონინაციაში ვიგო მორტენსენი, ბრედლი კუპერი, კრისტიან ბეილი და სტივ კოგანი დაამარცხა. მალეკი ღონისძიებაზე შეყვარებულთან, ლუსი ბოინტონთან ერთად მივიდა. მის საგულშემატკივროდ BAFTA-ს ესწრებოდნენ „ქუინის“ წევრებიც, ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი.

სცენაზე ასულმა მალეკმა სამადლობელი სიტყვა ნომინანტებისადმი მხარდაჭერით დაიწყო.  მალეკმა გამოსვლაში ფილმის შემქმნელებს  და პროდიუსერებს, ასევე მთელს გადამღებ ჯგუფს მადლობა გადაუხადა. ცალკე მადლობით კი, ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორს მიმართა, რომელთა გარეშეც მას ამ როლზე არ დაამკიცებდნენ: „და ბოლოს, „მადლობა ფრედის, ყველა დროის ყველაზე დიად აუტსაიდერს“ – განაცხადა მალეკმა.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები