LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმებს – ემოციური ვიდეო

91
seuldroncvd19

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ 300 დრონი გამოიყენა, რათა მოქალაქეებისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა შეეხსენებინა და წინა ხაზზე მყოფი ადამიანებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაეხადა.

ულამაზესი სინათლის შოუ 10 წუთი გაგრძელდა და დედაქალაქის ცა მთლიანად გაანათა.

დრონების გამოყენებით ცაზე მედიკოსების, ასევე ხელის დაბანის პროცესის, პირბადიანი ადამიანების და სოციალური დისტანციის ამსახველი ნახაზები გამოისახა.

იმისათვის, რომ შოუს სანახავად ბევრი ადამიანი არ შეკრებილიყო და ვირუსის გავრცელების საფრთხე არ წარმოექმნა, ხელისუფლება მისი გამართვის თარიღს ბოლო წუთამდე საიდუმლოდ ინახავდა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეამ COVID-19-ის გავრცელებას ხელი თავიდანვე შეუშალა და თითქოს წარმატებასაც მიაღწია, თუმცა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ახალი კლასტერები ამ დრომდე წარმოიქმნება.

მთლიანობაში სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 13 244 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვი კი 285-ს აღწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები