ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ჩეიმი დღეს ქორწინების 4 წლისთავს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ნუკი ინსტაგრამზე ქორწილის ფოტოებს ემოციურ ტექსტთან ერთად აქვეყნებს.

ნუკი კოშკელიშვილი მათ ურთიერთობაზე წერს და იმაზე, თუ რამდენად უყვარს მეუღლე. ბოლოს კი ამბობს, რომ ამ პოსტს ბენს ისე გადაუთარგმნის, რომ თავში არ აუვარდეს.

“4 წელი შესრულდა დღეს, რაც ცოლად გამოგყევი. შორს გამოგყევი, ნამდვილად:))))) არ მოვიტყუები, კი ვჩხუბობთ, კი როგორც ნებისმიერ ურთიერთობაში გვაქვს ცუდი დღეები, ყველაფერი ისევეა როგორც ყველასთან, უთანხმოება, გაღიზიანება, ჯიბრში ჩადგომა. მაგრამ!!!!! ასევე ვიცინით, ვხარხარებთ, ვეხუტებით ერთმანეთს. მადლობა მინდა გითხრა, რომ გიყვარვარ ისეთი როგორიც ვარ, ყოველგვარი შელამაზების და სიყალბის გარეშე… მადლობა რომ მე ამირჩიე მილიონ სხვაში. მადლობა რომ მეუბნები, განსაკუთრებული ვარ, მადლობა, რომ ვგრძნობ შენს მხარდაჭერას. ჩემთვის უთქვამთ შენ არ ხარ დიასახლისი ტიპიო… შენ ყოველ დღე სადილს გიმზადებ იმიტომ რომ მინდა… უთქვამთ რა დროს შენი დედობაა. შენი შვილის თავდადებული დედა ვარ… უთქვამთ ვერ გავქაჩავ შენთავს ფინანსურადო (არვიცი, ეს ქართველი კაცების დებილობაა). ფინანსურ გაჭირვებაშიც ერთად ვართ და ვძვრებით ერთად. მადლობა რომ ხარ ჩემი და მაგრძნობინებ რომ ჩემს იქით არავინ არსებობს შენთვის. მე იმაზე სუსტი ვარ ვიდრე ამას ხალხი ხედავს, მადლობა რომ ხარ ძლიერი და მე შემიძლია ვიყო უსუსური… მადლობა, რომ ხარ საუკეთესო მამა, ასეთი მამა თუ არსებობდა არც მეგონა.მოკლედ, მიყვარხარ… და მეყვარები კიდევ მილიონი წელი:) იმიტომო რომ ჩემი ბიჭი ხარ, …. გილოცავ ! ახლა ისე გადავუთარგმნი, ძალიანაც თავში რომ არ აუვარდეს,” – წერს ნუკი კოშკელიშვილი.

მსგავსი თემები