გუშინ მეგან მარკლი 38 წლის გახდა. სასექსის ჰერცოგინიას დაბადების დღე პირველმა მეუღლემ, პრინცმა ჰარიმ მიულოცა: „ვულოცავ ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს. მადლობა, რომ ყველა თავგადასავალს ჩემთან ერთად იზიარებ, სიყვარულით ჰარი“- დაწერა პრინცმა სოციალურ ქსელში და ავსტრალიაში პირველი ოფიცილური ტურის დროს გადაღებული ფოტო გააზიარა.
აქვე ცნობილი ხდება, რომ წყვილი მალე ახალ ტურნეში გამგზავრებას გეგმავს. აფრიკის გარშემო მოგზაურობისას პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მეგზურობას პატარა პრინცი არჩიც გაუწევს.