LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობას გიხდით ყველას მოლოცვისთვის! სხვა განზომილებაში ვარ – ანკა ვასაძეს გოგო შეეძინა

5992
87487777777777777

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წარმატებულ მონაწილესა და ტელეწამყვანს, ანკა ვასაძეს გოგონა შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მსახიობი და ტელეწამყვანი, სამედიცინო პერსონალს და ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას, რომლებმაც ბავშვის დაბადება მიულოცეს.

„ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას მოლოცვისთვის! ალბათ ხვდებით, რომ ვერ ვახერხებ პასუხის გაცემას, რისთვისაც ბოდიშს გიხდით, სხვა განზომილებაში ვარ

მინდა მადლობა გადავუხადო ჩაჩავას კლინიკას, რომ ჩემი უბედნიერესი და ამავდროულად რთული დღეები საოცრად კომფორტული და მშვიდი იყო. პირველ რიგში Keti Shanidze რომელთანაც 11 წლის წინ ნიკოლოზზე ფეხმძიმობისას მივედი და არც მიფიქრია სხვასთან წასვლაზე. პროფესიონალი, ყურადღებიანი, პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომით ბოლომდე მიგაყვანინებს ორსულობას ისე რომ არაფერი გამოეპარება

ზურა დარახველიძეზე ყველამ იცის როგორი მეან გინეკოლოგია. როცა გეკითხებიან ვისთან მშობიაროო იქვე გირჩევენ როგორც წესი სხვა უკეთეს ექიმს. როცა ვამბობდი დარახველიძესთან ვაპირებ მშობიარობას-მეთქი ყველა მეთანხმებოდა 11 წლის წინაც და ახლაც:)) ეს ის შემთხვევაა, ჩემნაირი ემოციური ადამიანიც რო მშვიდდება მასთან ურთიერთობით. ძალიან მნიშვნელოვანია ექიმი შენთვის იყოს სანდო, ვისაც დაუჯერებ ამ მძიმე წუთებში. ასევე დიდ მადლობას ვუხდი Nino Egutidze! ცნობილია რომ ის და ბატონი ზურა საუკეთესო გუნდია. ყველა თანამშრომელს და მედ პერსონალს, ვისთანაც გვქონდა შეხება. გულწრფელად ვიხდი მადლობას. ჩაჩავას კლინიკაში გრძნობ რო ყველა შენს მხარესაა, ყველა ცდილობს დედას ასწავლოს როგორ მოიქცეს, დაამშვიდოს. ბატონ ელგუჯა გოცირიძეს დიდი მადლობა, რომ მაშინაც და ახლაც საუკეთესო გარემოში გავატარე ეს დღეები. ის ფაქტი რომ ამ კლინიკაში ყველაფერი იდეალურადაა მისი დამსახურებაა“, წერს ანკა ვასაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები