LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში ესპანელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

84
TMK-madrid-17-800x533

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მადრიდში ესპანეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიების, მედიის  წარმომადგენლებისა და ბლოგერებისათვის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას 120-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები გააცნო.

“მოხარულები ვართ, რომ მადრიდში პირველად გაიმართა ამ მასშტაბის ღონისძიება, სადაც საშუალება გვქონდა 90-მდე ტუროპერატორისთვის და 30-მდე წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენლისთვის  საქართველოს ტურისტული პოტენციალი და სხვადასხვა ტურისტული პროდუქტები გაგვეცნო, ასევე გვესაუბრა საქმიანი ტურიზმის მნიშვნელობაზე. ამ ღონისძიების შემდეგ ესპანურ ტურისტულ კომპანიებს ეცოდინებათ, თუ რა შეიძლება შესთავაზონ ესპანელ ტურისტებს საქართველოში, რომელიც არის ოთხ სეზონიანი ტურისტული მიმართულება, მრავალფეროვანი ბუნებით და მდიდარი კულტურით”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძემ.

“მოხარული ვარ, რომ ასეთი წარმატებული ღონისძიება გაიმართა. ძალიან დიდი ინტერესი იყო ესპანური კომპანიების და მედიის მხრიდან. პრეზენტაციას ესპანეთის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს მიმართ ესპანეთში ინტერესი დღითიდღე იზრდება. უფრო მეტი ესპანელი ტურისტი ჩამოდის საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს გაცილებით მეტი ესპანელი ტურისტი ესტუმრება საქართველოს”, – აცხადებს ილია გიორგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები