LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში ღამის ავტობუსი მხოლოდ ქალების და ბავშვების მოთხოვნით გაჩერდება

78
night bus in spain

ესპანეთის დედაქალაქში გადაწყვიტეს, რომ ქალებისთვის და ბავშვებისთვის ღამით მგზავრობა მაქსიმალურად უსაფრთხო გახადონ. ამისთვის მათ სახლებთან ძალიან ახლოს მიიყვანენ. ხელისუფლების აზრით, ღამის საათებში, როდესაც საფრთხე უფრო მეტია, სახლამდე მისასვლელი გზა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

ახალი სერვისი ექვს ყველაზე გადატვირთულ მარშრუტზე იმოქმედებს და გარდა მადრიდისა, მის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე მუნიციპალიტეტსაც მოიცავს.

ქალებს და ბავშვებს საშუალება მიეცემათ, რომ განსაკუთრებული უფლებით ისარგებლონ. ავტობუსის მძღოლი მათ წინასწარ უნდა გააფრთხილონ და ზუსტად უთხრან თუ სად არის მათი სახლი. შემდეგ კი ტრანსპორტის წინა ნაწილში უნდა მოთავსდნენ.

ბუნებრივია ავტობუსი აკრძალულ ადგილებში, მაგალითად გადასასვლელებთან ვერ გაჩერდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მასთან მაქსიმალურად ახლოს მივა.

აღსანიშნავია, რომ სხვა მგზავრებისთვის ანუ მამაკაცებისთვის, ჩველებრივი წესები იმოქმედებს და მათ ჩამოსვლა მხოლოდ ოფიციალურ გაჩერებებზე შეეძლებათ.

პროექტი სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდება, მანამდე ხელისუფლება ინიციატივის ეფექტურობას ერთი თვის განმავლობაში ტესტავდა. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, პრივილეგიით შემთხვევათა 95%–ში ქალბატონები სარგებლობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები