LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგალითს აძლევს სხვა ქალებს, რომ საჭიროა ძალადობაზე საუბარი და ხმის ამაღლება – ნინო წილოსანი თეა წულუკიანს სოლიდარობას უცხადებს

56
Untitled design12121

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ წიკლაურმა მასზე „დასარტყმელად გაიწია“, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და თეა წულუკიანს სოლიდარობას უცხადებს.

ნინო წილოსანის თქმით, როდესაც ქალი ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობს სიმამაცეა, რაც მაგალითს აძლევს სხვა ქალებს, რომ საჭიროა ძალადობაზე საუბარი და ხმის ამაღლება.

„მინდა თეა წულუკიანის განცხადებას გამოვეხმაურო და ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო მას.

ნამდვილად სიმამაცეა, როდესაც ქალი ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობს. მან ამ განცხადებით ძალიან ბევრი რამ თქვა და ვფიქრობ, მაგალითი მისცა ქალებს, რომ საჭიროა ძალადობაზე საუბარი და ხმის ამაღლება.

მაშინ, როცა ასეთ წარმატებულ ქალს უწევს მსგავს ძალადობრივ და სტერეოტიპულ მოვლენებთან გამკლავება, წარმოიდგინეთ სხვა ქალები რა წინააღმდეგობებს შეიძლება აწყდებოდნენ.

მიმაჩნია, რომ აღნიშნული პირი, რომელზეც თეა წულუკიანმა ისაუბრა, არ იმსახურებს იმ დაფასებას, რომელიც მას აქვს სპორტის ფედერაციაში ღირსეული სპორტსმენებისგან.

პირდაპირ ეთერში ქალბატონმა თეამ მოძალადე პირის ვინაობა დაასახელა: „ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი“,- წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

თეა წულუკიანი: “ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მე როგორც ქალი, ამ ასაკში პირველად აღმოვჩნდი ასეთი რამის წინაშე”

შე უზრდელო, თავხედოო, ზრდილობას რომ ისწავლი, მერე მოეთრევი და ბოდიშს მოიხდიო – წიკლაური, წულუკიანთან დაპირისპირებას იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები