LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგარი კაცი აღმოვაჩინეთ: ვინ არის ბათუმის კოლორიტი “ინგლისელი ლორდი”

2979
FORTUNA.GE (62)

თუ ბათუმში ერთხელ მაინც ყოფილხართ, აუცილებლად შეამჩნევდით უცხო ჩაცმულობის მამაკაცს, რომელსაც საკუთარი თავი ინგლისელი ლორდი ჰგონია. ქალაქში გარი ჯონსონს ყველა იცნობს, უყვართ, ესაუბრებიან და ფოტოებს უღებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯონსონა კეთილია, უბოროტო, ალალი და არავისთვის ზიანის მოტანა არ შეუძლია.

 

 

უყვარს გასული საუკუნის შესაფერისი ჩაცმულობა, განსაკუთრებით ქუდები. ცხოვრობს ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში, ბრიტანული ოკუპაციის დროს აგებულ სამხედრო ყაზარმის სხვენზე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ “ჯონსონა” ყველაფერს გაჩუქებს რაც აბადია, გარდა წიგნებისა.

“ოჯახი არ ჰყავს, მარტოხელაა. რაც თავი მახსოვს, სულ ასე დადის. ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ არავის ერჩის. კომუნიკაცია არ უყვარს, თუმცა ფოტოს გადაღებაზე უარს არასოდეს ამბობს” – გვიყვება ბათუმელი ჯაბა.

 

რუსულ ენაზე მოსაუბრე “ჯონსონა”, ამბობს, რომ კოლექციონერია – აგროვებს ქუდებს. უყვარს მარტოობა.

ყველასგან განსხვავებული “ლორდი” მეზობლებსაც უყვარს, ბათუმსაც და ბათუმის სტუმრებსაც.

“ქართველი არაა, მაგრამ წლებია ბათუმში ცხოვრობს, დიდი ხანია. თავისი უცნაური ქუდებით და ჩაცმულობითაა ცნობილი. ის ბათუმის კოლორიტია” – აცხადებს “ფორტუნასთან” მერაბი.

 

 

 

 

 

ფოტოები სოციალურ ქსელში ფეისბუქგვერდ “ბათუმის” გვერდზე გავრცელდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები