LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგარი მამა მყავდა მე, იმ ბრძოლების სჯეროდა, რომელზეც ეუბნებოდნენ წაგებულიაო – ანა დოლიძე

3511
BeFunky-collage

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში თბილისში სამოქალაქო ომის დაწყების დღეს საკუთარი ოჯახის ისტორიის გახსენებით ეხმიანება.

“მაგარი მამა მყავდა მე. ამ სურათში ვალტერ შურღაიასთან ერთად არის გადაღებული, ციხეში, ნაცემები და ნაშიმშილარები არიან. ალბათ 40 კილოთი გამხდარი ორივე. მამას იმ ბრძოლების სჯეროდა, რომელზეც ეუბნებოდნენ წაგებულიაო.

რომელიც მართალი აღმოჩნდა ბევრი წლის შემდეგ. დღეს 22 დეკემბერია, კანონიერი ხელისუფლების დამხობის დაწყების დღეა. ხსოვნა იყოს იმ ფასეულობების რისთვისაც იბრძოდა და დაიღუპა ზვიად გამსახურდია და ყველა მისი თანამებრძოლი. ამინ”

1991 წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „თბილისის ომი“, რომელმაც 15 დღე გასტანა და, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები