LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაღალ კაცს რაღაცები ეპატიება… ჯერ უნდა მოიხიბლოს დედაჩემი, მერე ვიხიბლები მე, ჩვენ ასე გვაქვს დალაგებული. სულ მეუბნება, არ დაბადებულა მამაკაცი, რომელიც შენთვის მემეტებაო” – ბაბი კირკიტაძე

9464
babikirkitadze

როგორი ქმარი გინდა? – ამ კითხვაზე ბაბი კირკიტაძე პასუხობს, რომ არ იცის, თუმცა გარკვეულ კრიტერიუმებს მაინც ასახელებს გადაცემაში “სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად”, სადაც სასურველ სარძლოდ იყო მიწვეული.

“მაღალი. ჩემს ოჯახში გართულება არის სიმაღლეზე, მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან ძალიან მაღლები. პირველი რასაც ამბობს დედაჩემი – კაცი უნდა იყოს მაღალი და მერე მთელი რიგი ჩამონათვალია. მაღალ კაცს რაღაცები ეპატიება. როცა მე და ინგა ვსაუბრობთ, ყოველთვის მეუბნება, რომ მთავარია, ვიცოდე, შენ უყვარხარ სიგიჟემდე, მთავარი ამბავია, რომ ჩემი ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ ის ადამიანი, ვინც იქნება ჩემ გვერდით გადარეულია ჩემზე, ჩემზე უკეთესი არ უნდა არსებობდეს მისთვის.

ჩემს ოჯახს ყველა ქალბატონი გათხოვილია 16-17 წლის. ყველა იყო ჩემზე ორიენტირებული, არ გათხოვდე, ჯერ ისწავლე. 16 წლის გავხდი არ გავთხოვდი გაუხარდათ, მოდი აბა ახლა 18-მდე მივიდეთ, მერე მივედით 20-მდე, მერე გავყევით ზემოთაც, მერე უკვე დაიწყეს კითხვები, გიგვიანდება, შენისთანა გოგოები იყვნენ ისინი რომ დარჩნენ?! დღემდე ასე მეუბმებიან.

მამაკაცი უნდა იყოს წესიერი, პატიოსანი, უნდა მღეროდეს, უნდა იცოდეს ცეკვა, პირველ რიგში უნდა იცოდეს გოგოს მშობლების პატივისცემა. ჯერ უნდა მოიხიბლოს დედაჩემი, მერე ვიხიბლები მე, ჩვენ ასე გვაქვს დალაგებული. სულ მეუბნება, მე არ მეგულება, არავინ, არ დაბადებულა მამაკაცი რომელიც შენთვის მემეტებაო.

მთავარია განსაკუთრებული გრძნობა იყოს, პეპლები რომ გექნება მუცელში, ყველაფრის ძალას რომ გაძლევს, სამყარო სხვანაირი რომ გეჩვენება, ასეთი გრძნობა უნდა იყოს და ყველაფერი ეპატიება. “, – ამბობს ბაბი და ამატებს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი იქნება თუ არა მისი საქმრო.

“ჩემთვის მთავარია, ეს ადამიანი უნდა იყოს ნიჭიერი, თავის საქმეში  წარმატებული, მონდომებული, რომ შექმნას რაღაც, თავის სამყარო ჰქონდეს, რომელშიც მუდმივად ეცდება განვითარებას”.

რაც შეეხება ღალატის პატიებას, ბაბი კირკიტაძე ამბობს, რომ “წარმოდგენაც კი ჭკუიდან ისე მარყევს, საერთოდ არ მინდა ამ ფაქტის წინაშე დავდგე, ბოროტმოქმედი გავხდები აუცილებლად”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები