LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიის დაცვის თანამშრომელი პირბადის გამო მომხმარებელმა მოკლა

307
11bcfea0-d9df-4cc9-858b-0c0a723b267e-poster

ინფორმაციაში, რომელსაც CNN-ი ავრცელებს, ნათქვამია, რომ პირბადის გამო მომხმარებელსა და მაღაზიის დაცვის თანამშრომელს შორის კამათი მოხდა, შედეგად კი ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი ოჯახის 3 წევრია დაკავებულია.

“შარმელ და ლარი ტიგები მაღაზიაში შვილებთან ერთად მივიდნენ, თუმცა მცველმა, კელვინ მანერლინმაშარმელის ქალიშვილს შეახსენა, რომ შტატის კანონმდებლობის თანახმად, მისთვის საჯარო სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია. უარის და სიტყვიერი დაპირისპირების მიღების შემდეგ ოჯახი მაღაზიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მოგვიანებით ლარი ტიგი და მისი ვაჟი ტრევონი ადგილზე ისევ დაბრუნდნენ. ლარიმ მცველთან კამათი დაიწყო, ტრევონმა  კი 43 წლის მცველს თავში ესროლა. კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა” – წერია CNN -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები