LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიის მეპატრონემ მოლარედ დაასაქმა მომხმარებელი, რომელიც ნისიას ვერ იხდიდა

216
34de50dc496f07e312fd401ebad9abbc

თბილისში, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ მომხმარებელი საკუთარ მაღაზიაში დაასაქმა. მოქალაქე, რომელიც ბოლო 4 თვეა საკვები პროდუქტის თანხას ვერ იხდიდა, უკვე ერთი კვირაა იმავე მაღაზიაში მოლარედ მუშაობს და დღეში 30 ლარის ანაზღაურება აქვს. ამის შესახებ “ფორტუნასთან” მაღაზიის მეპტრონემ ისაუბრა. ქალბატონი ია აცხადებს, რომ კიდევ ერთი ვაკანტური ადგილია აქვს და აქაც უახლოეს დღეებში კიდევ ერთ მომხმარებელს დაასაქმებს.

“იანვრის შემდეგ ნისიად მიჰქონდა პროდუქტები და სხვა პირველადი მოხმარების საქონელი. ადრე კარგ სამსახურში მუშაობდა, მაგრამ თებერვალში მითხრა, უმუშევრად დავრჩიო. თანხა ვერ მოჰქონდა და ძალიან მეცოდებოდა. მპირდებოდა, როგორც კი სამსახურში დააბრუნებდნენ, ნისიას გადამიხდიდა. შევთავაზე ჩემთან ემუშავა. პროფესიით ეკონომისტი გოგოა, ძალიან ჭკვიანია. სანამ სამსახურში აღადგენენ, ჩემთან იმუშავებს. დღეში 30 ლარი აქვს. პირობა ასეთი გვაქვს – დღიურ ხელფასს არც ერთ თეთრს არ ვაკლებთ, ის მისი ფულია, ხოლო სამსახურში რომ დააბრუნებენ, ნისიას მერე გადამიხდის”, – აცხადებს მაღაზიის მეპატრონე.

რაც შეეხება  ახალ მოლარეს, 30 წლის თამარი ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელი იყო, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახური დაკარგა. ის თბილისში მარტო ცხოვრობს, პენსიონერი მშობლები რეგიონში ჰყავს. ამბობს, რომ სექტემბერში კომპანია ისევ ძველ სამსახურში დააბრუნებს და მაღაზიის დავალიანებასაც მაშინ გადაიხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები