LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგთის IP ტელევიზიასა და მაგთისატზე „სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონი იწყება

370
ყ

15 აპრილს „მაგთის“ IP ტელევიზიასა და „მაგთისატზე“ „სამეფო კარის თამაშების” ფინალური, ყველაზე მძაფრი სეზონი იწყება! მე-8 სეზონის ნახვა მაყურებელს, ტრადიციულად, „მაგთის“ ორივე ტიპის ტელევიზიით,  FOX-ის არხზე შეეძლება.

მანამდე კი, სერიალის ერთგული მაყურებლისთვის, „მაგთი“ კავეა გალერეაში დიდ ეკრანზე აწყობს პირველი სერიის ოფიციალურ, დახურულ ჩვენებას (15 აპრილი: ღონისძიება – 19 საათზე, 21 საათზე კი ფილმის ჩვენება დაიწყება).

„სახალისო იყო დასასწრები ბილეთების მოპოვების პროცესიც: თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილებში სკამების ქვეშ დამალულ ბილეთებს სერიალის ფანები ორი დღის განმავლობაში, „მაგთის“ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული მინიშნების საშუალებით პოულობდნენ!

„მაგთიკომმა“ საქართველოში პირველმა შესთავაზა მომხმარებელს სრული საკომუნიკაციო სერვისი – მობილური და ფიქსირებულ ტელეფონია, ინტერნეტი, ტელევიზია.

„მაგთიკომი“ მუდმივად აახლებს სატელევიზიო კონტენტს და მომხმარებელს მრავალფეროვან არხებს სთავაზობს. კომპანიისთვის პრიორიტეტულია ისეთ მაღალრეიტინგულ, საინტერესო და მრავალფეროვანი კონტენტის მქონე არხთან პარტნიორობა, როგორიც არის FOX-ი. „მაგთიკომი“ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს“, – ნათქვამია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები