მაია ასათიანის პოპულარული გადაცემა „პროფილი“ ეთერში ჩვეულებრივად გავა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეწამყვანი ბოლო დროს კლინიკაში მოხვდა სტრესის გამო, უკვე მოახერხა ძალების აღდგენა და თავს ნორმალურად გრძნობს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მაია ასათიანი ეთერში დაბრუნებას აღარ აპირებდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც „პროფილის“ პროდიუსერმა, ნიკა ხაჩიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გადაცემის გუნდი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მსგავსი თემები