LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბარათაშვილი 3 მარტს კონცერტს გამართავს

184

მაია ბარათაშვილი 3 მარტს, საკუთარ დაბადების დღეს, უცვლელ პარტნიორ გიორგი რაქვიაშვილთან ერთად, „ზაზანოვაში“ აღნიშნავს. იგი ფეისბუქ გვერდის საშუალებით ეპატიჟება მსმენელს.

ბოლო პერიოდში მას არაერთი წარმატება ხვდა წილად. მაია ნიუ-იორკის კონკურსში Madeinnyjazz სოლო ვოკალის ნომინაციაში ორ საუკეთესოში მოხვდა. ასევე იმყოფებოდა ბაქოს ჯაზ ფესტივალზე, სადაც რეგულარულად იწვევენ გიორგი რაქვიაშვილთან ერთად. ჩვენებურებმა პოპ ოპერის და გერშვინის თემები წარადგინეს.

მაია ბარათაშვილი 1996 წლიდან “თბილისი ბიგ-ბენდი”-ს სოლისტია. 2014 წელს ზაზა მარჯანიშვილთან ერთად განახორციელა პროექტი – “პროექტი ძლიერი ბლუზური აქცენტით”.

3 მარტს ჯაზის მოყვარულებს კვლავ მიეცემათ შანსი ცოცხლად მოუსმინონ საყვარელ მუსიკოსს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები