LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბუწაშვილი: „გადასხმები არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება!..“

104
maiabuwashvili2021-2021-01-05-11-51-18-155611

ცნობილი ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი კოვიდის მკურნალობის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს იმ საშუალებების შესახებ, რომლებიც არ არის ეფექტური ამ დაავადების მკურნალობისას.

გთავაზობთ მის სტატუსს:

რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მარტივი და ბევრჯერ გამეორებას საჭიროებს:

▪️ „გადასხმები“ არ არის კოვიდის სამკურნალო

საშუალება!

▪️ ანტიბიოტიკები არ არის კოვიდის სამკურნალო

საშუალება!

▪️  ხველა არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება ანტიბიოტიკი!

და საერთოდაც, კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ

ადამიანს აუცილებლად სჭირდება რაიმე წამალი!

▪️  კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება

კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება!

▪️  კოვიდის მქონე პაციენტში კომპიუტერული

ტომოგრაფიით პნევმონიის დიაგნოზი (და რომელიმე

ქულით შეფასებული დაზიანება) ავტომატურად არ

ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება ანტიბიოტიკი!

▪️  კოვიდის დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ

ადამიანს სჭირდება „სისხლის გამათხელებელი“

მედიკამენტი!

▪️   არც D დიმერის ნებისმიერი მომატება არ ნიშნავს, რომ

პაციენტს სჭირდება „სისხლის გამათხელებელი“

მედიკამენტი!

▪️   პაციენტს, რომელიც ბინაზეა და არ სჭირდება ჟანგბადი, არ სჭირდება დექსამეტაზონი!

▪️   დექსამეტაზონის გამოყენებას შეიძლება სერიოზული

გართულებები ჰქონდეს, ამიტომ თვითნებურად მისი

გამოყენება არ შეიძლება!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები