LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ცქიტიშვილი – ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები დაგვაკლდა

73
insight

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ „ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტის გამო დაგვაკლდა“.

მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების საჭიროება ხდება.

„ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორის განვითარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მეტი ჰიდროელექტროსადგური, მეტი ენერგიის გამომუშავება. ენერგეტიკული სექტორი არის ის სექტორი, სადაც ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტის გამო დაგვკალდა ინვესტიციები. ეს არის ის სექტორი, სადაც გვაქვს დიდი პოტენციალი და გვჭირდება ამ სექტორის განვითარება მოსახლეობასთან კონსულტაციების გზით“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები