LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკ პენსი: საქართველო გვიყვარს, მის გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ

157
82625214-4870054259678712-5541361634158575616-o

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტი იერუსალიმში, მსოფლიოს 45-ზე მეტ ლიდერთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს.

ფორუმში, სახელწოდებით „გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს“ ზურაბიშვილი არაერთ ლიდერს შეხვდა. მათ შორის იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

სალომე ზურაბიშვილმა  სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაიკ პენსმა მას ასე მიმართა: „საქართველო გვიყვარს, მის გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ“.

 

სალომე ზურაბიშვილი ასევე პრინც ჩარლზს შეხვდა.

აქ კი, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთადაა კადრში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები