LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ემერსონი: საქართველოს მთავრობას ევროკავშირში ცუდი რეპუტაცია აქვს

278
BeFunky-collage

„მთავრობას, როგორც დიდი სიურპრიზების წყაროს, უკვე აქვს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია ევროკავშირში. ხშირად აშკარად გამოხატულ კონფლიქტში შედიან ევროკავშირთან, იქნება ეს შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა თუ ბოლო ყველაზე საორჭოფო ქმედება — სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველმა მაიკლ ემერსონმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ემერსონმა რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ასოცირებული ტრიოს პერსპექტივებზე მსჯელობისას განაცხადა და თქვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად საჭიროა ბრიუსელსა და თბილისს შორის ნდობის აღდგენა.

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროკომისიის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი მოსკოვში მაიკლ ემერსონი ამბობს, უმჯობესია „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებმა (საქართველო, უკრაინა და მოლდოვა) შეიმუშაონ ერთობლივი მიდგომა, ვიდრე საქართველომ განყენებულად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე 2024 წელს.

„შევეცდები გონივრულად თავაზიანი ვიყო და ასე ვიტყვი — საქართველო ბოლო დროს პოლიტიკურად ყველაზე წინააღმდეგობრივი პარტნიორი გახდა, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ფართო კრიტიკას იწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, საკმაოდ არადემოკრატიული ხასიათისაა.

მთავრობას, როგორც დიდი სიურპრიზების წყაროს, უკვე აქვს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია ევროკავშირში. ხშირად აშკარად გამოხატულ კონფლიქტში შედიან ევროკავშირთან, იქნება ეს შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა თუ ბოლო ყველაზე საორჭოფო ქმედება — სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება.

ამავდროულად, საჯაროდ კეთდება განცხადებები 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის თაობაზე. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დავაბრუნოთ საქართველო სწორ კურსზე? — პირველ რიგში, საჭიროა ნდობის აღდგენა. უნდა გაჩნდეს ურთიერთგაგების საფუძველი მთავრობასა და ევროკავშირს შორის და შედგეს შეთანხმება, რომ აღარ იქნება ასეთი უარყოფითი და უსიამოვნო სიურპრიზები“, — განაცხადა მაიკლ ემერსონმა.

მისივე თქმით, შეიძლება საქართველოსთვის ცუდი იდეა არ იყოს, რომ  2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის თაობაზე, ქვეყანამ თავისი განზრახვა „სხვანაირად ჩამოაყალიბოს“.

„ანუ სამმა ქვეყანამ შეიძლება, შეიმუშაოს ერთიანი მიდგომა. ევროკავშირში ტრადიციული მიღების პროცესი დღესდღეობით შეჩერებულია, ელოდება რა ევროკავშირის რეფორმას. ტრიოს განზრახვამ შეიძლება, საფუძველი დაუდოს ინტეგრაციის ახალ დინამიკას და ურთიერთდახმარების გზით მეტად დაახლოებას სავარაუდო წევრობასთან“, — აღნიშნა მაიკლ ემერსონმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები