LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ფელპსი ცურვაში თეთრ ზვიგენს შეეჯიბრა (ვიდეო)

489

ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მაილკ ფელპსი ყველაზე საშიშ მეტოქეს შეებრძოლა.

ტელეარხ Discovery-ს ერთ-ერთ გადაცემაში მაიკლ ფელპსი თეთრ ზვიგენს შეეჯიბრება. როგორც თავად რეკორდსმენმა აღნიშნა, მას ყოველთვის სურდა მსგავსი რამის გაკეთება.

მაიკლ ფელპსი: “მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში უსწრაფესი სპორტსმენების წინააღმდეგ გამიცურავს, გარდა ერთისა. მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენი ძალიან სწრაფია, მე მონოფინის მეშვეობით კიდევ უფრო მეტ სისწრაფეს გამოვიმუშავებ. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საუკეთესო შედეგი გვეჩვენებინა და მის სისწრაფეს მივახლოვებოდით. შევძელით გვეჩენებინა ადამიანებისთვის, თუ რამდენად ძლიერები და სწრაფები არიან ზვიგენები”.

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოცურავემ გადაცემიდან მხოლოდ ერთადერთი საიდუმლო გაამხილა. მისი თქმით, ზვიგენთან შეჯიბრი არა აუზში, არამედ ღია წყალში მოხდა.

“ჩვენ თხუთმეტი დაივერი გვაზღვევდა, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, რომ გახურებული ვყოფილიყავი. წყალი ძალიან ცივი იყო, ზვიგენებს შეუძლიათ გადარჩნენ ამ ტემპერატურაზე, თუმცა ადამიანისთვის ძალიან რთულია”, – აღნიშნა ფელპსმა.

გადაცემა Discovery-ის ეთერში 24 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

 

32 წლის მაიკლ ფელპსი 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.

Carcharodon carcharias-ის ზომა ჩვეულებრივ შეადგენს 4-4.9 მერს. წონა – 680-დან 1100 კგ-მდეა.
ფელპსის სიმაღლე 193 სმ-ია, წონა – 88 კგ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები