LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული სკანდალური ფილმი ,,ემის” 5 ნომინაციაზეა წარდგენილი (ფოტო/ვიდეო)

645
unnamed

ფილმმა, „ნევერლენდის დატოვება“ (Leaving Neverland) ,,ემის” დაჯილდოვებაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ტიტული მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას „ჰოლივუდ რეპორტიორი“ აქვეყნებს.

ფილმს საფუძვლად ჯეიმს სეიფჩუკისა და უეიდ რობსონის განცხადება დაედო, ისინი მაიკლ ჯექსონს ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ.

ოთხსაათიანი ფილმის რეჟისორი დენ რიდია, რომელმაც განაცხადა, რომ გადაღებამდე ბევრი არაფერი იცოდა აღნიშნული საქმის შესახებ და არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, ჯექსონის ბრალეულობასთან დაკავშირებით.

„მე ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანები, არ ისაუბრებდნენ კამერის წინაშე“, – აღნიშნა რეჟისორმა თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის ცდებოდა…

ფილმის პრემიერა 2019 წლის მარტში HBO-ზე შედგა. რამაც, ბუნებრივია ჯექსონის თაყვანისმცემლების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

გარდაცვლილი პოპ-მუსიკის მეფის  ნათესავებმა, არხს 100 მილიონიანი კომპენსაცია მოთხოვეს.

ფილმი „ნევერლენდის დატოვება“,Emmy Award“-ის 5 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. საუკეთესო დოკუმენტალური ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო აუდიომონტაჟი, საუკეთესო გამოსახულებითი მონტაჟი და საუკეთესო ხმა.

დაჯილდოების ცერემონიალი 14 და 15 სექტემბერს გაიმართა, საბოლოო გამარჯვებულები კი 22 სექტემბერს გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, რობსონი და სეიფჩუკი ორნაწილიან დოკუმენტურ ფილმში, დეტალურად აღწერენ, როგორ ძალადობდა მათზე პოპ ვარსკვლავი წლების განმავლობაში, მცირე ასაკიდან, თინეიჯერობამდე.

ეს არ არის ჯექსონის წინააღმდეგ პირველი ბრალდება მცირეწლოვან ბიჭებზე სექსუალური ძალადობის შესახებ. 1993 წელს მის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი იქნა შეტანილი, რომელიც მის სასარგებლოდ დასრულდა. 2005 წელს სისხლის სამართლის საქმეში იგი უდანაშაულოდ ცნეს. ამ ორივე საქმის მიმდინარეობისას რობსონმა და სეიფჩუკმა, რომლებიც მომღერლის გარემოცვაში ტრიალებდნენ, სასამართლოს და გამომძიებლებს ჯექსონის სასარგებლოდ მისცეს ჩვენება. თუმცა ახლა, ორივე მათგანი ამბობს, რომ ჯექსონი ბავშვობაში მათზეც ძალადობდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები