LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი ავარიას გადაურჩა: „მძღოლს გორის ავტობანზე ჩაეძინა…“

416

მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ ბათუმისკენ მიმავალმა პირველად და უკანასკნელად იმგზავრა მინივენით და ასეთი შიში არასდროს უჭამია. კომპოზიტორი წერს, რომ მძღოლს გორის ავტობანზე ჩაეძინა…

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ვიმგზავრე რაღაც „მინივენები“ რომ დადიან ბათუმი თბილისის გზაზე… მე ასეთი შიში არ მიჭამია!!! მძღოლი საოცრებებს აკეთებდა, მე მსგავსი „აბგონები“ არ მინახავს და მარტო მე მივხვდი, რომ თვალი წამით არ უნდა მომეხუჭა, იმიტომ, რომ გორის ავტობანზე ჩაეძინა და ვუყურებ, როგორ ვასკდებით სატვირთო მანქანას ალბათ 200კმ/სთ სიჩქარით… ვიკივლე საოცარი ხმით, ჩემს კივილზე გაეღვიძა და წამის მეასედში ააცილა, თორემ დღეს ჩემს პანაშვიდზე მოხვიდოდით, იქ არც ერთი ადამიანის გადარჩენის შანსი არ იყო!!! თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ადამიანი სიკვდილს გადავარჩინე !!! ეს იყო ჯოჯოხეთი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები