LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი: „ბაბუას ვემუდარები, თბილისში წამოგვყვეს, მაგრამ იქ უნდა, სადაც შექმნა თავისი ცხოვრება… გავუფრთხილდეთ მოხუცებს…“

102
maikokajkajishvilinews

მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ბაბუის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ის თბილისში არ მოჰყვება საცხოვრებლად, თავად კი მასთან დიდი ხნით დარჩენა ვერ მოახერხა…

„დღეს გამოგვაცილა შვილიშვილები სოფლიდან ბოლოს მე დავრჩი და მეკითხება:

-შენც მიდიხარ, ბაბუ?

-კი, ბაბუ, ბევრი საქმე მაქვს და ჩამოვალ მალე-მეთქი და ეეეეჰ-ო, ისე ამოიოხრა, გული გამეგლიჯა ?

დავტოვე  ?

კონიაკი უყვარს ძალიან…

ავუტანე თავისი მოწყობილობებით, მოვუწყვე ადგილი, რომ გემრიელად შეექცეს, ვითომ თავი დავიმშვიდე, მაგრამ ვერანაირად ვერ დავმშვიდდი…

ვემუდარები, რომ თბილისში წამოგვყვეს და ცოცხალი თავით არ მოდის, იქ უნდა, სადაც შექმნა თავისი ცხოვრება და მონაგარი❤️

გავუფრთხილდეთ მოხუცებს, ჩვენც დავბერდებით!!!

მიყვარხარ, ბაბუა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები