LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსის მიერ შესრულებული Silent Night მას თავიდან შეგაყვარებთ (ვიდეო)

301

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ მაილი საირუსმა მონაწილეობა მიიღო საახალწლო შოუში A Very Murray Christmas, რომელიც ტელეარხმა Netflix გადაიღო. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მსახიობი ბილ მიურეი დიდ საახალწლო შოუს აწყობს, რომლის დაწყებამდეც ნიუ-ორკში დიდთოვლობა იწყება და ღონისძიება ეჭქვეშ დგება. გრანდიოზული შოუს ორგანიზებაში კი, მიურეის ჯორჯ კლუნი, მაილი საირუსი, კრის როკი და ემი პოლერი ეხმარებიან. რეჟისორი სოფია კოპოლა გახლავთ.

ინტერნეტში გამოჩნდა ნაწყვეტი ფილმიდან, სადაც მაილი საირუსი ლეგენდარულ საახალწლო ჰიტს Silent Nigh ასრულებს. ის როიალზე ზის და მას მუსიკალურ აკომპანიმენტს უწევს პიანისტი პოლ შაფერი. ეს შესრულება ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ხართ მაილი საირუსის შემოქმედების მოყვარული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები