LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაიმუნის ყვავილს” 99%-იანი ალბათობით, დიდი პანდემიის გამოწვევა არ შეუძლია: კულუმბეგოვი

219
kulumbegovi

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ 99 %-იანი ალბათობით, მას დიდი პანდემიის გამოწვევა არ შეუძლია.

როგორც კულუმბეგოვმა მედიაცენტრ “მთავარში” განაცხადა, “ყვავილის” ვაქცინით აცრილები, დიდი ალბათობით, დაცულები არიან “მაიმუნის ყვავილისგან”.

“მაიმუნის ყვავილის” გავრცელების შემთხვევაში, დაგვიცავს თუ არა ინფიცირებისგან ბავშვობაში გაკეთებული “ყვავილის” საწინააღმდეგო აცრა

“ჩვენ გვაქვს ინფექციები, რომლებიც არ არსებობდა და გაჩნდა. მსგავსია SARS-CoV-2, რომელმაც კორონავირუსის პანდემია გამოიწვია. არის ინფექციები, რომლებიც არსებობდნენ, უბრალოდ, გარკვეული ინტერვალით ახდენდნენ “აფეთქებას”.

“მაიმუნის ყვავილი” ახლად აღმოცენებული არ არის, მისი გენომური შინაარსი ცნობილია. “ყვავილის” ვაქცინით აცრილები, დიდი ალბათობით, დაცულები არიან “მაიმუნის ყვავილისგან”.

დღეისთვის, არსებობს 2 ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის და წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ ნებადართულია. ისინი ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენება, მათ ანალოგიური დაცულობის და განკურნების მექანიზმი აქვთ “მაიმუნის ყვავილზე”. როდესაც არის ორი პრეპარატი და ვაქცინა, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

“მაიმუნის ყვავილს” ორი შტამი აქვს – ცენტრალური და დასავლეთ აფრიკული, ეს ენდემური დაავადებაა, თუმცა, საინტერესოა, რომ არაენდემურ არეებში გავრცელდა, კერძოდ, 20-ზე მეტ ქვეყანაში. შემთხვევები ძირითადად არის მამაკაცებში, კანთან ახლო კონტაქტით აღმოცენებული, ცხოველებთან ან აფრიკაში მოგზაურობის ისტორია არცერთ მათგანს არ აქვს.

“მაიმუნის ყვავილი” ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს და მოლოდინის წინაშე გვაყენებს. ადამიანებთან, აუცილებელია 3 საათზე მეტი 2-მეტრიანი კონტაქტი, რომ დავინფიცირდეთ. ეს არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია. ქვეყანას ამ მიმართულებით მზაობა უნდა ჰქონდეს, არც ვაქცინა გვაქვს და არც ანტივირუსული პრეპარატი. დარწმუნებული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განაცხადი აქვს გაკეთებული და მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება”, – თქვა კულუმბეგოვმა.

გამყრელიძე: „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად გამონაყარით მიმდინარეობს, ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა – საპანიკო არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები