LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაინც ვიპოვნე სივრცე, სადაც იმას ვილაპარაკებ, რაც მინდა” – გვარამიამ YouTube-ს არხი გააკეთა

316
nikagvaramiaa

“რუსთავი 2”- ის დირექტორს YouTube არხი აქვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ახალი არხის მეშვეობით საზოგადოებას განსხვავებულ ფორმატში საინტერესო ინტერვიუებს შესთავაზებს.

“გამოიწერეთ ჩემი არხი YOU TUBE-ზე . რადგან არ უნდოდათ ეთერში გინება, მაინც ვიპოვნე სივრცე, სადაც იმას ვილაპარაკებ, რაც მინდა, და ისე ვილაპარაკებ, როგორც მინდა. გპირდებით საინტერესო ინტერვიუებს განსხვავებულ და საინტერესო ფორმატში. მოკლედ, თავისუფალ სივრცეს გპირდებით.

გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიპოვეთ ჩემთან ერთად თავისულფება!

გამოიწერეთ ჩემი არხი და მუდმივად იყავით საქმის კურსში!

გამოიწერეთ ჩემი არხი და უყურეთ განსხვავებულ ინტერვიუებს განსხვავებულ სტუმრებთან! – წერს გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები