LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის ბევრად ნაკლები შემთხვევები იქნება” – ზურაბ გურულის პროგნოზები

4914
zurab-guruli-news-2020-02-05-13-02-34-806647

“ვფიქრობ, რომ აპრილის ბოლოსა და მაისის შუა რიცხვებში ვითარება კონტროლს დაექვემდებარება, ახალი შემთხვევები ბევრად უფრო ნაკლები იქნება და მაისის ბოლოსკენ მსოფლიოს შესაძლებლობა ექნება ნელ-ნელა დაიწყოს კარების გაღება და ურთიერთობების აღდგენა,”- ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ გურულმა “TV პირველის” გადაცემაში “დღის ამბები დიანა ტრაპაიძესთან ერთად” ისაუბრა.

ქართველი ექიმის განცხადებით, მესამე დღეა ნიუ-იორკში პაციენტების რაოდენობის კლება შეიმჩნევა. ამიტომ მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

ესპანეთში, იტალიასა და ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვმა მცირედით იკლო

“ჩემი ოპტიმისტური განწყობა ემყარება იმას, რომ თუნდაც ნიუ-იორკში უკვე მიაღწია პიკს (კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ), იტალიაშიც მიაღწია პიკს, გაჩერდა და კლება დაიწყო. ახლა ჩემს შტატს – მისისიპის შტატს ვუყურებ, ასევე, ლუიზიანას, სადაც ნიუ ორლეანში, დაახლოებით, იგივე სიტუაციაა, რაც ნიუ-იორკში და იქაც ნელ-ნელა ბრტყელდება მრუდი, რომელიც დიდი სისწრაფით მიიწევდა მაღლა და მგონია, რომ აპრილის ბოლოდან, მაისის შუა რიცხვებში ეს უკვე კონტროლს დაექვემდებარება, ახალი შემთხვევები ბევრად უფრო ნაკლები იქნება და სადღაც, მაისის ბოლომდე, შესაძლებელი იქნება, მსოფლიომ ნელ-ნელა კარების გაღება და ურთიერთობების, მოგზაურობის აღდგენა დაიწყოს”, – მიიჩნევს პროფესორი.

 

6 აპრილის, დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების – 188 შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაცვალების 2 შემთხვევა არის დადასტურებული.

“მოვა უკეთესი დღეები, ერთმანეთს ისევ შევხვდებით” – ელისაბედ მეორე ბრიტანელებს სიმტიკიცისკენ მოუწოდებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები