LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისში, ალბათ, დაიწყება ბიზნესების გაშვება, ეკონომიკური აქტივობა – სოსო ფხაკაძე

113
1240590336

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი – სოსო ფხაკაძე ფიქრობს, რომ ეკონომიკური აქტივობა, სავარაუდოდ, მაისში განახლდება და შესაბამისად, ამავე პერიოდში გაეშვება ბიზნესებიც. აღნიშნულ საკითხზე სოსო ფხაკაძემ TV პირველის ეთერში, გადაცემაში „საქმის კურსი“ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კრიზისი უკვე სახეზეა მთელს მსოფლიოში და ბუნებრივია, ეს პროცესი გვერდს ვერც საქართველოს აუვლიდა.

„ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლაში მიიღო ძალიან მაღალი შეფასება და ეს არის გადამწყვეტი ეკონომიკისთვის. ჩვენთან დაბალია დაინფიცირებული ადამიანების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს პირდაპირპროპორციულ კავშირში არის იმასთან, თუ როგორც გამოვალთ ეკონომიკური კრიზისიდან. ჩვენ შეიძლება ჯერ არ ვიცოდეთ ის სიღრმე, თუ რა სახის პრობლემები დადგება ქართული ბიზნესის წინაშე. ცალსახად, კრიზისი უკვე სახეზეა, ეს ხდება მთელ მსოფლიოში და საქართველოს გვერდს ვერ აუვლიდა. ყველას კარგად გვესმის, როგორია ჩავარდნა და ბიზნესის გაჩერება. მაისის დასაწყისისთვის, ან შუა რიცხვებისთვის ალბათ დაიწყება ბიზნესების გაშვება, ეკონომიკური აქტივობა და ამ ვითარებაში როგორი კონიუნქტურა იქნება ბიზნესში, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა „საქმის კურსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები