LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა ქართული გეი-ფილმის დასაცავად – „ფილმის პრემიერაც კი ვერ ჩაგვიტარებია დაძაბულობის გარეშე…“

542
maka-chichua-news23243432

8 ნოემბერს ლევან აკინის პირველი ქართულ გეი-ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა და შვედურ-ქართული წარმოებისაა, საქართველოში აჩვენებენ. პრემიერაზე მსახიობები და ფილმის შემქმნელები დასწრებას არ აპირებენ, მიზეზი მათი უსაფრთხოებაა. როგორც ჩანს, ორგანიზატორებს აქვთ მოლოდინი, რომ ფილმის პრემიერაზე პროვოკაცია იქნება.

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მრავალი პრიზის მფლობელ ფილმს, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტებს შორის წარადგინა, გამოესარჩლა და დაწერა:

„ამ ფილმის გარშემო რამდენი ისტორია მესმის… აბსურდული, გაუგებარი, სულელური მიზეზების გამო, თუმცა რეალურად სკანდალის და უსაფრთხოების მიზნით ფილმის შემქმნელი გუნდის გარეშე ჩაივლის პრემიერა!!!

კლინიკური შემთხვევაა…

დემოკრატიული ქვეყანა… თავისუფალი, დამოუკიდებელი… ძირძველი კულტურის…

და რაში გამოიხატება ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ევროპული გზისკენ? ფილმის პრემიერაც კი ვერ ჩაგვიტარებია დაძაბულობის გარეშე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები