LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა:“აქ რომ გიორგიმ კარტოფილი დათესა, მასხრად აიგდეს, ახლა კი ყველა ბოსტანს აკეთებს…“

292
makachichuanewsss

მაკა ჩიჩუა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს საკმაოდ ტრენულია საკუთარი ბოსტანის ქონა და მიწაზე საქმიანობა, თუმცა როცა ეს გიორგი მარგველაშვილმა დაიწყო და კარტოფილი მოჰყავდა, მას დასცინოდნენ.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

მაკა ჩიჩუა:

გქონდეს მიწა, ვთვლი, რომ ეს ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული ჯილდოა… ჩვენ არ გვაქვს დიდი მეურნეობა, მაგრამ სეზონურად ყვეალფერი გვაქვს – კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, წელს ბროკოლიც დავთესე. დუშეთში მოდის ფანტასტიკური ლობიო, მწვანილი. აბა, როგორი მოდურია – ყველა ბოსტანს აკეთებს. იცით, რა მიკვირს? ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა, კალათით დადიოდა, მთელი თეთრი სახლი გადათხარა და ბოსტანი გააკეთა. ეს იყო ძალიან მოდური და ტრენდული. როგორც ქვეყნის სახე, დიდ პროპაგანდას უწევდა საკუთარი ბიოპროდუქტის წარმოებას.

აქ რომ გიორგიმ კარტოფილი დათესა, ეს რატომღაც, მასხრად ასაგდები თემა გახდა. სასცილოა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც ამაში პრობლემას ხედავს. ხომ მახსოვს, როგორი ტონით ამბობდნენ – „ხახახა, პრზიდენტს, თურმე, კარტოფილი მოჰყავს“. პრეზიდენტს, რომელიც ლექციებსაც კითხულობს, ისეთი განათლებულია, ჯიბეში ჩაისვამს მთელ პარლამენტს თუ მინისტრთა კაბინეტს, შეუძლია, კარტოფილიც დათესოს, სახლიც ააშენოს და ელექტრობაც გაიყვანოს, ეს არის იდეალური ვარიანტი. მაგრამ ამაზე ხომ იყო პოლიტიკური ელიტებიდან ხაზგასმით გადმოძახილი და ხითხითი? იყო იმიტომ, რომ მდაბიო მდგომარეობაა, ჯერ ბოლომდე ვერ გაუცნობიერებიათ, რა არის მართლა ფასეული და ღირებული. როგორც კი ნამდვილ ღირებულებას გავაცნობიერებთ, მაშინ აქ ბავშვები აღარ იშიმშილებენ. ვერ გამოვედით იმ წარმოდგენებიდან, რომ „კაი ტიპი“ მაინცდამაინც სავარძელში არ უნდა იჯდეს, კაბინეტს იქით არ იხედებოდეს და ხელზე „როლექსის“ საათი უნდა ეკეთოს. თუმცა, ცოტა სასიკეთო ძვრებსაც ვხედავ, რაზეც პანდემიამაც იქონია გავლენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები