LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუამ გიორგი გახარიას მოუწოდა, გამოიჩინოს დიდსულოვნება და დატოვოს თანამდებობა

231
მაკა ჩიჩუა

ნურავინ დაიბრალებს, ახალგაზრდებმა თვითონ გადადგეს პირველი ნაბიჯი და პირველებმა თქვეს, არა ოკუპაციას!”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ განაცხადა. მაკა ჩიჩუამ გიორგი გახარიას მოუწოდა, თუ შეუძლია, გამოიჩინოს დიდსულოვნება და დატოვოს თანამდებობა.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორ დაიწყო, განვითარდა და სადამდე მოვედით. ბოლო მოთხოვნა დაგვრჩა, გახარია წადი და მგონია, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. უნდა იყოს დიდსულოვანი, ამ ყველაფრის შემდეგ თუ შესაძლებელია, და გადადგეს. ამდენი ახალგაზრდა, რომელმაც ეს მუხტი მოიტანა, ასეთი გულწრთფელია ეს ხალხი და ნურავინ დაიბრალებს, ახალგაზრდებმა თვითონ გადადგეს პირველი ნაბიჯი და პირველებმა თქვეს, არა ოკუპაციას!”- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები