LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა რაზმაძე: „დავით სოკოლოვს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, კოვიდი არ დაუდასტურდა, მაგრამ ოჯახის უკითხავად მაინც გადაიყვანეს კოვიდის ცენტრში“

427
razmazesokolovi

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ცნობილი ტელეწამყვანის, დავით სოკოლოვის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ტელეწამყვანს, რომელიც მძიმე ავადმყოფობას ებრძვის, უცნაური ამბავი შეემთხვა. მას ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მაგრამ მაინც გდაიყვანეს კოვიდის ცენტრში.

გთავაზობთ მაკა რაზმაძის სტატუსს ამ თემაზე:

„ამ სტატუსის არსი მარტივია და ასევე მარტივი შეკითხვით დავიწყებ: ეკუთვნის თუ არა ჩვენს ტელელეგენდას დავით სოკოლოვს პროფესიული ვარსკვლავის გახსნა?

რა თქმა უნდა, კიო, ყველა იტყვით და მართალიც იქნებით! სამწუხაროდ, ეს ერთადერთი დაფასებაა ჩვენს ქვეყანაში ღვაწლმოსილი ადამიანების. კი, ეკუთვნის, იმსახურებს, მით უმეტეს, რომ მის გარდა მისი თაობის ყველა კოლეგას უკვე აქვს ასეთი ვარსკვლავი ანძის ქვეშ… მაგრამ მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი. რაც სინამდვილეში ახლა ამ წუთას ხდება…

ჩვენი დავით სოკოლოვი მეოთხე სტადიის კიბოს ებრძვის… ეს ბევრმა იცის, დიდი ხანია, ამ დაავადებით ცხოვრობს ეს ადამიანი და სტაბილურადაა. ბოლო დღეებში ტკივილებმა შეაწუხა. ოჯახმა მორიგჯერ საავადმყოფოში გადაიყვანა და რადგან ყველას უკეთებენ ტესტს კოვიდზე გაუკეთეს მასაც. სმს-ით მოვიდა პასუხი, რომ კოვიდი მას არ აქვს. ცოტა ხანში კი ოჯახის უკითხავად და მათ გაუფრთხილებლად, დავით სოკოლოვი კოვიდის ცენტრში გადაიყვანეს…

ოჯახს მხოლოდ სმს შერჩა,სადაც გარკვევით წერია, რომ მისი პასუხია – უარყოფითი!

ახლა დავით სოკოლოვი კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს და უკვე ალბათ ახალი ტესტი კოვიდსაც დაუდასტურებს…

რა ჰქვია ამას? რა ხდება ამ ქვეყანაში?

გარდა იმისა,რომ წლებია 3 ათასი ლარი ვერ გამოინახა ლეგენდარული ტელეწამყვანისთვის ვარსკვლავის გასახსნელად ახლა უკვე მისი სიცოცხლეც საფრთხეში უნდა ჩააგდონ?

იმედია, გადაიტანს ბატონი დათო ამ დარტყმასაც, მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთ მარტივ შეკითხვას დავსვამ – რატომ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები