LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მაკდონალდსი” შეკვეთას ადგილზე მოგიტანთ-როგორ ისარგებლებთ ახალი სერვისით

mcdonals

ამ სიახლის დასანერგად, მაკდონალდმა ესპანურ  Glovo-სთან თანამშრომლობა დაიწყო, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. როგორც საქართველოს მაკდონალდსის გენერალურმა მენეჯერმა თენგიზ კაპანაძემ განაცხადა, ეს სტრატეგიული ნაბიჯი დიდმა მოთხოვნამ განაპირობა.

ამ დროისთვის შეკვეთის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის. მომხმარებლებს სასურველი საკვების შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს დილის 11:00 საათიდან შუაღამემდე შეუძლიათ. უახლოეს პერიოდში იგეგმება სამუშაო საათების გახანგრძლივებაც 03:00-მდე. ამ ეტაპზე სერვისი უკვე ამოქმედდა სპორტის სასახლის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, წერეთლის, დიღმის, გლდანისა და სპორტის სასახლის მაკდონალდსში, ისთ-ფოინთ/ვარკეთილის ფილიალებში კი მომსახურების მიღება 21 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. Glovo-ს გადახდის სისტემა მოქნილია, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ბარათით გადაიხადონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები