LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო გომურის შემთხვევა არის მორალური ტესტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის – კალოიანი

77
კალოიანი 22

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ვახტანგ კალოიანი, 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებული, მაკო გომურის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“თვალში მიდევს პირველი პროთეზი, მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ, გამეცით პასუხი თუ უკვე შეიმშრალეთ დაბანილი ხელები?” – მაკო გომური ხელისუფლებას მიმართავს

ვახტანგ კალოიანის თქმით, მაკო გომურის შემთხვევა „ქართული ოცნებისთვის“ მორალური ტესტია, ხოლო ხელისუფლების უპასუხისმგებლო და უწესო დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

„მაკო გომურის შემთხვევა არის მორალური ტესტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის და ის უპასუხისმგებლობა დ აბსოლიტურად უწესო დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ხელისუფლებამ ამხელა პრობლემები შეუქმნა ჯანმრთელობის, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
სახელმწიფო ვალდებულია მისი მოქალაქე მაქსიმალურად დაიცვას და ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მინიმალურად მაინც დაუბრუნდეს მის ძველ მდგომარეობას“.  – განაცადა კალოიანმა.

ცქიტიშვილი მაკო გომურზე: ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი, დახმარება გაგრძელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები