LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი – არჩილ თალაკვაძე

143
BeFunky-collage (4)

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიანიჭონ. ამის შესახებ მან გადაცემაში ,,რეაქცია” განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი. ჩემი პოზიცია დღესაც არის იგივე. მჯერა, ადრე თუ გვიან, და იმედით ველოდები, რომ უფრო მეტად ადრე, ის მიიღებს დაზარალებულის სტატუსს“ – აღნიშნა თალაკვაძემ.

კითხვაზე აქამდე უნდა მიეღო თუ არა გომურს დაზარალებულის სტატუსი, თალაკვაძემ უპასუხა, რომ აქამდე მას სახელმწიფოს დახმარება უნდა მიეღო.

„აქამდე მას უნდა მიეღო დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მიიღო სრული ყურადღება, თუ რამე სჭირდება, გვითხარით და მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს, დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო - მაკო გომური

მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა

შეგახსენებთ, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, შედეგად მან თვალიც და მხედველობაც სრულად დაკარგა.

 მაკო გომური და გიორგი სულუაშვილი სასამართლომ ისევ დაზარალებულის სტატუსის გარეშე დატოვა

28 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაკო გომურს, ასევე გიორგი სულიაშვილს და კიდევ 14 პირს დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები