LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალდივები ცენტრალურ ამერიკაში – ლეონარდო დიკაპრიო რევოლუციურ ეკოკურორტს აშენებს (ფოტოები)

667
ლეო ერთი

ოსკაროსანი მსახიობი გარემოს დაცვაში აქტიურადაა ჩართული. მან ოფიციალურად განაცხადა, რომ საკუთარ ეკოკურორტს აშენებს და ამისთვის ბელიზიზე კუნძულიც შეიძინა. ლეონარდო დიკაპრიომ თავის ბიზნესპარტნიორთან ერთად კუნძულში 1, 75 მილიონი დოლარი გადაიხადა.

კუნძული ცენტრალურ ამერიკაში, ბელიზიში მდებარეობს. აქ ყოველ წელს 1, 5 მილიონი ვიზიტორი ჩამოდის, რომ ბელიზის ტროპიკული სამოთხე ნახონ. ტურისტები სანაპიროს კოტეჯებსა და მდიდრულ სასტუმროებში ჩერდებიან. რაც შეეხება ლეონარდო დიკაპრიოს ეკოკურორტს, ის ამ ტერიტორიის ტურიზმის სფეროში ნამდვილი რევოლუციური ცვლილება იქნება.

ეკოკურორტი 2018 წელს უნდა გახსნილიყო, მაგრამ გუნდმა დაანონსა, რომ გახსნა 2019 წლისთვის გადაიდო, ახლა კი ცნობილი გახდა კურორტის გახსნის ახალი თარიღი –  2020 წელი.

როგორი იქნება ეკოკურორტი

მსახიობის კურორტი ეკომეგობრულად უპასუხებს კუნძულის გარემო პრობლემებსა და კლიმატურ ცვლილებებს.

ის გააერთიანებს სასტუმროს, 36 ბუნგალოსა და 36 ვილას. დიკაპრიო ამბობს, რომ ყველა სახლი ენერგოეფექტური იქნება. ღია შენებობის გარშემო პალმის ხეები, მწვანე ლანდშაფტი და აუზები მოეწყობა.

ამ ადგილს – Blackadore Caye , ცენტრალური ამერიკის მალდივებს უწოდებენ.

„მთავარი ფოკუსი არის რაღაცის კეთება, რაც მსოფლიოს შეცვლის. მე არ წავიდოდი და არ ავაშენებდი ეკოკურორტს ბელიზიში, რომ არ ყოფილიყო გარემოს ცვლილების იდეა. კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ, ასე რომ გვინდა სტრუქტურა, რომელიც გარემოს გააუმჯობესებს. მოდით 2020-ში კუნძულზე”, – აცხადებს მსახიობი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები