LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალდივები ყველა ტურისტისთვის გაიხსნა – აი, როგორ ახერხებენ ამას

1425
vommuli-island-med-1

მთელ მსოფლიოში სასაზღვრო შეზღუდვებია: ზოგი ქვეყნიდან არ უშვებს, ზოგიც ქვეყანაში არ უშვებს. პანდემიის პირობებში, ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული კურორტი, უკვე ყველაზე სტუმართმოყვარეობითაც გამოირჩევა.

15 ივლისიდან მალდივები საერთაშორისო ტურისტებისთვის გაიხსნა და ალბათ ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ აქ მოხვედრისთვის ტურისტს არაფერი განსაკუთრებული არ მოეთხოვება.

ტურისტებს, მათ შორის ამერიკელებსაც კი, არც კარანტინის გავლა მოუწევთ და არც კოვიდ 19-ზე უარყოფითი ტესტის ჩვენება. ასევე, არ არსებობს დამატებითი სავიზო პროცედურა და გადასახადები.

ერთი კუნძული, ერთი კურორტი

დასაწყისისთვის ვიზიტორებს მხოლოდ კუნძულის ერთ კურორტზე უშვებენ. მათ წინასწარ უნდა ჰქონდეთ დაჯავშნილი ადგილი, სადაც განთავსებას აპირებენ.

მალდივებისთვის, პანდემიის ეპოქა, შესაძლოა საუკეთესო ზაფხული აღმოჩნდეს, რადგან ასეთი შეთავაზება ბევრ კუნძულს ნამდვილად არ აქვს.

მალდივების 156 კურორტიდან ჯერჯერობით მხოლოდ 40-ია გახსნილი. ყველას გახსნა სექტემბერ-ოქტომბრისთვის იგეგმება.

უსაფრთხოების ზომები მინიმალურია, თუმცა მაინც არსებობს: ტესტების მარაგი, სამედიცინო პერსონალი და სასტუმროებში შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები.

ასევე ყველა კურორტს საკუთარი წესები აქვს. მაგალითად სონევაზე მოხვედრამდე სტუმარს ტესტი უკეთდება. ტესტის პასუხამდე მას საკუთარ ვილაში ათავსებენ – იზოლირებულად. თუ კორონა დადასტურდა, ტურისტს ვილაში მოუწევს არდადეგების გატარება. თუ ტესტი უარყოფითია, ტურისტს დასვენების პირველ კვირაში კიდევ ერთხელ შეამოწმებენ.

ვილა სონევაზე

 

თუ ასეთ ადგილებში თვითიზოლაციის პრობლემა არ გაქვთ და ფინანსებიც ხელს გიწყობთ, მაშინ დასვენებაში ხელი შესაძლოა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა შეგიშალოთ.

 

ფრენა უკვე შესაძლებელია?

გლობალური საავიაციო რღვევის მიუხედავად, ახლავე შესაძლებელია კომერციული მიმართულებით მალდივებზე ფრენა. კუნძულზე მოხვედრა ძირითადად ახლო აღმოსავლეთის გავლითაა შესაძლებელი.

მათ შორისაა Emirates Airlines-ს, რომელიც დუბაის მეშვეობით აკავშირებს დიდ გლობალურ ქალაქებს, როგორებიცაა ლონდონი, ჩიკაგო, ტორონტო და სიდნეი.

15 ივლისს, დოჰადან მალდივებზე ფრენები განაახლა Qatar Airways-მა. აქ მოხვედრა კი შესაძლებელია ლონდონიდან, პარიზიდან, ფრანკფურტიდან, სიდნეიდან, ნიუ-იორკიდან და ლოს ანჯელესიდან.

Emirates Emirates აბუ დაბიდან კუნძულის მიმართულების ფრენებს დღეიდან იწყებს.

 

კორონა და მალდივები

ამ ეტაპზე მალდივებზე კოვიდ 19-ის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 5 გარდაცვალება დაფიქსირდა. ქვეყნის მშპ-ს მესამედს ტურიზმი შეადგენს. ასე რომ, კუნძულის მთლიანად დაკეტვა მალდივების მოსახლეობისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა.

ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა, კოროვირუსული გავლენა შეაფასა, როგორც “უფრო დამანგრეველი, ვიდრე 2004 წლის ცუნამი და 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი”.

“ჩვენ საზღვრებს დიდხანს ვერ დავხურავთ” – თქვა მან და მალდივებმა მალევე დაიწყო ფრენების აღდგენაზე მუშაობა.

 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები