LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე მთელი მსოფლიო გაიგებს ქართული მთების პოტენციალის შესახებ – პატრიკ ლანგი

131
ipiccy-image

ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან, სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია, რადგან მათ ნამდვილად ესმით, რომ ეს არის დიდი შანსი ქართული მთების პოპულარიზაციისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ ლანგმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბაკურიანში 26 – 28 თებერვალს სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. უწყების ცნობით, მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებას საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.

პატრიკ ლანგის თქმით, ყველაფერი ძალიან კარგად ვითარდება და მთელი მსოფლიო გაიგებს ქართული მთების პოტენციალის შესახებ და ასევე იმას, თუ რამდენად მეგობრულია საქართველოს ხალხი და რამდენად უჭერს მხარს მთავრობა მსგავს ინიციატივებს.

„ჩვენ ასევე იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან ეს ნამდვილად კარგი შანსია, რომ საქართველომ განიმტკიცოს პოზიცია, როგორც მსგავსი ტურნირების მასპინძელმა ქვეყანამ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ადამიანი აღმოაჩენს ისეთ შესანიშნავ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, თავისი სტუმართმოყვარეობითა და ბუნებით“,- განაცხადა პატრიკ ლანგმა.

აღნიშნავია, რომ სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ფარგლებში, ბაკურიანში 9 ქვეყნის  51 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას  (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ა.შ.შ.). ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებს აქტიურად გააშუქებს საერთაშორისო მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები