LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ერთი იტალიური თავგადასავალი იწყება

177
Untitled

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ ერთი ახალი მიმართულების შესახებ აანონსებს და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ნოემბრიდან კიდევ ერთი იტალიური თავგადასავალი იწყება.

„ქუთაისის აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ყველაზე დაბალი ფასებისთვის კი თვალი Ryanair-ის ვებგვერდს უნდა ადევნოთ: https://www.ryanair.com/ “ – წერს ქუთაისის აეროპორტი.

შეგახსენებთ, „რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან იწყებს. პირველ ეტაპზე Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.

საბოლოო ჯამში კი „რაინეარი“ ჩვენი ქვეყნიდან 12 ევროპულ ქალაქში ფრენას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები