LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოცხადებას არ აპირებს

197
240837655

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა  დღეს 11:00 საათზეა დაბარებული, თუმცა ის უწყებაში მისვლას არ აპირებს.

ადვოკატის თქმით, მიზეზი მუსლიმურ სამყაროში მარხვის დაწყებას უკავშირდება.

ადვოკატისთვის ასევე, უცნობია თუ რა კითხვები აქვთ უწყებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.

უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვას გასულ ზაფხულში აქციაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ აფეთქებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე ატარებს.

აღნიშნულ საკითხზე მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე გამოიკითხა. სუს-ში ასევე დაბარებულია ოჯახის ნათესავი მორის მაჩალიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები