LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა პეტრე კოლხი: ასწავლეთ შვილებს, რომ მათი დანიშნულება მხოლოდ სიკეთის კეთებაა, ასწავლეთ…მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ!

737
BeFunky-collage (4)

მამა პეტრე კოლხი სოციალური ქსელის მეშვეობით მშობლებს მიმართავს.

“ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის. ასწავლეთ, რომ ყველას არ გააჩნია თავშესაფარი, რომ ყველა არ სწავლობს კერძო სკოლაში, რომ ყველა ვერ ყიდულობს ,,ბიგ მაკს”, ან ,,ჩიზ ქეიქს”…

ასწავლეთ, რომ ბევრი იმიტომ ვერ დადის სკოლაში, ფეხსაცმელი გაუცვდა. ასწავლეთ, რომ ქალაქში ცხოვრება არ არის უპირატესობა, ასწავლეთ, რომ სოფელში ყოფნა არ ნიშნავს პროვინციალიზმს.

ასწავლეთ შვილებს, რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია, რომ დაცინვა კომპლექსია და არა უპირატესობის ნიშანი.

ასწავლეთ, რომ სიყვარული ყველაზე დიდი განძია, რაც ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია… ასწავლეთ, რომ ერთგულება რჩეულთა ხვედრია…

ასწავლეთ ვაჟებს, რომ ხშირად აჩუქონ გოგონებს ყვავილები, თუნდაც მინდვრის…

ასწავლეთ გოგონებს, რაც უფრო მოუწვდომელი იქნებიან , ბიჭები უფრო დააფასებენ…

ასწავლეთ შვილებს, რომ ტაძრების მშენებლობაში მონაწილეობის მიღება მარტო არ არის სულიერება, მთავარი მცნებების დაცვაა…

ასწავლეთ, რომ ლუკმა მშიერს გაუყონ და არასდროს იტრაბახონ ,,ადიდასის” ქურთუკით, თუ სხვას სცივა…

ასწავლეთ, რომ ამპარტავანი ადამიანი ღვთისათვის მიუღებელია…

ასწავლეთ შვილებს, რომ მათი დანიშნულება მხოლოდ სიკეთის კეთებაა…

ასწავლეთ, რომ ნებისმიერ გამვლელს მიესალმონ და გაუღიმონ…

ასწავლეთ, რომ უპატრონო საფლავებს მოუარონ…

ასწავლეთ, რომ შუქნიშანთან მდგარი მოხუცი, გზის მეორე მხარეს გადააცილონ…

ასწავლეთ, რომ სხვების წარმატება უხაროდეთ, რომ მეგობრები ფულის, მშობლების გავლენის მიხედვით არ შეარჩიონ, რომ არავინ სძულდეთ…

ასწავლეთ… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ!..”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები