საქართველოში კორონავირუსით უკვე 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ შორის არის კორპორაცია „ევექსის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელიც ამჟამად სავალდებულო კარანტინს გადის. მედიასთან დისტანციურად ჩაწერილ ინტერვიუში დღეს მან გაიხსენა, როგორ წარიმართა მისი მკურნალობის პროცესი.

„ყველა ვფიქრობთ, რომ დაცული ვართ, მეც ასე მეგონა, მაგრამ დავინფიცირდი“, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

იქ რაც დავინახე, კიდევ სხვა იყო, პაციენტის მხრიდან პირველად შევხედე ყველაფერს – ნიკოლოზ გამყრელიძე

ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, ლაბორატორიული კვლევის პასუხი მამამ, ამირან გამყრელიძემ შეატყობინა. მან აღნიშნა, რომ დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა, დაბალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნებოდა. ნიკოლოზ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში საზოგადოების პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია.

“უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. უნდა გამეთვალისწინებინა, რომ შეხვედრა არ ჩაგვეტარებინა. პირველი რეაქცია იყო ის , რომ მეშინოდა, ხომ არ გადავდე ეს ინფექცია ჩემს შვილებს, ოჯახს, გარშემომყოფებს.

მარტივი არ არის ერთ ოთახში ჯდომა. ამ მდგომარეობას მიმსუბუქებდა ძალიან მაგარი ექიმები. ისე მაგრად იბრძვის ის ხალხი საამაყოები არიან. მამაჩემი თვითოინ ნერვიულობდა, რომ მე არ მენერვიულა. ბავშვები პატარები არიან, უფროსები მიხვდნენ, მეტი ცნობადობა ჰქონდათ. პატარას დღემდე ჰგონია, რომ მივლინებაში ვიყავი. ერთხელ იყო მამაჩემი და შორიდან ვილაპრაკეთ, დაახლოებით 10-15 მეტრის დისტანციით, ფანჯრიდან და ის ქუჩაში იდგა.

მე მარტივად გადამხდა, ყველას შეიძლება ეს დაემართოს, თუ არ დავიცავთ მარტივ წესებს. აქ უკვე აღარ არსებობს რეგალია, კანის ფერი და არც აღმსარებლობა. კარგი გამოცდილება იყო და სხვასაც მივეხმარები ეს არ დაემართოს,”-აღნიშნავს ნიკოლოზ გამყრელიძე.

მან ოთხი დღის წინ დატოვა კლინიკა, სადაც 26 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები