LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ მას სურდა უკეთესი ცხოვრება მოეცა ჩემთვის და მან ეს გააკეთა

202
Brad Pitt stars in ???Ad Astra???.

ჟურნალმა „People“-მა ის ორჯერ დაასახელა „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად”. მიიჩნევენ, რომ ბრედ პიტი მამაკაცურობის იდეალია.

55 წლის კინოვარსკვლავმა მამებისა და ვაჟების, ზოგადად მშობლებთან ურთიერთობაზე CNN-ის ჟურნალისტთან გულახდილად  ისაუბრა.

“მე მამაჩემს ვხედავ ყველაფერში, რასაც ვაკეთებ. ვფიქრობ, თითქმის მთელი სიცოცხლე სჭირდება იმის გაგებას, მიხვდე თუ რა იყო ჩვენი და რა იყო მათი. მამა ყოველთვის ამბობდა, რომ სურდა უკეთესი ცხოვრება მოეცა ჩემთვის, იმის ფონზე, რომ ის უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მან ეს გააკეთა. ამან კი უფრო მეტად დამაფიქრა იმაზე თუ რა შეიძლება შევთავაზო ჩემს შვილებს უკეთესი მომავლისთვის“, – ამბობს ბრედ პიტი.

მამაშვილურ ურთიერთობაზე მსოფლიო ვარსკვლავმა თავისი ახალი ფილმის გამოსვლამდე ისაუბრა. ბრედმა ისიც აღნიშნა, რომ ფილმი სახელწოდებით, Ad Astra მამა-შვილის ურთიერთობას, დაუცველობასა და მარტოობას ეხება. ეს კი ის თემაა, რომელზეც პიტს ყოველთვის სურდა ნაწარმოების გადაღება.

ფილმის რეჟისორი ჯეიმს გრეია. თრილერში, რომელშიც მონაწილეობენ ტომი ლი ჯონსი და ლივ ტაილერი იღებენ, ასტრონავტ როი მაკბრაიდის (პიტის) ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თავის დაკარგულ მამას ეძებს. ამ პროცესში ის აღმოაჩენს საიდუმლოებებს, რომლებმაც შეიძლება სამყარო გაანადგურონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები