LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცები ბედნიერები არიან, როცა ოჯახში შემოსავლის ნახევარი ქალებს შემოაქვთ – კვლევის შედეგები

500
78552506-2387115428269082-8325884452228038656-n

მამაკაცები უბედნიერესები არიან, როდესაც ოჯახის შინამეურნეობის შემოსავლის 40% ქალებს შემოაქვთ – ასეთია ახალი კვლევის შედეგები, რომელიც 14 წლის განმავლობაში ტარდებოდა.

კვლევამ 6 000-ზე მეტი ამერიკული ოჯახი მოიცვა. მიზანი იყო გაერკვიათ, როგორია წყვილების ბრძოლისუნარიანობა ცხოვრებისეული სირთულეების წინააღმდეგ.

რაც შეეხება უშუალოდ შედეგებს, მამაკაცები აღნიშნავენ, რომ დისტრესი მაშინ წარმოიქმნება, როცა ოჯახში მთავარი შემომტანები არიან. ასეთ დროს, გრძნობენ დაძაბულობას ფინანსური პასუხისმგებლობის გამო. ეს რთული ფსიქოფიზიოლოგიური რეაქცია კი მცირდება მაშინ, როდესაც ფულს ცოლებიც გამოიმუშავებენ.

კვლევის ავტორი, დოქტორი, ჯოანა სირდა ამბობს, რომ კაცები, რომლებიც ქორწინდებიან ისეთ ქალებზე, რომლებსაც შეუძლიათ ოჯახში მთლიანი შემოსავლის ნახევარი ან მეტი შემოიტანონ, არ ითრგუნებიან.

სტატისტიკის თანახმად, აშშ-ი დაქორწინებული ქალების დასაქმება 1980 წლიდან 13%-ით გაიზარდა. 2000-2017 წელს კი მაჩვენებელმა 31% შეადგინა.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ქალების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი მამაკაცების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ამასთან, როგორც მკვლევარები ამბობენ, არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ქრონიკულ სტრესს განიცდიან, თუ ცოლები მათზე მეტს გამოიმუშავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები