LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცებს, რომლებიც ვარჯიშის დროს საკვებ დანამატებს იღებენ, უშვილობა ემუქრებათ

501
ბიბისი 1

მეცნიერებმა ევოლუციური პარადოქსი გაშიფრეს- საკუთარ თავზე მზრუნველ კაცებს, რომლებიც მუდმივად ვარჯიშობენ და სხვადასხვა სახის საკვებ დანამატს იღებენ, შესაძლოა, შვილი აღარ ეყოლოთ.

მთავარი მიზეზი კი სტეროიდებია, რომლებსაც მამაკაცები ფიტნესის დროს კუნთების გასაზრდელად იღებენ. ასეთივე უარყოფითი გავლენა აქვს თმის ცვენის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც.

ეს პარადოქსი მოსმან-პესის სახელწოდებითაა ცნობილი იმ ექიმების პატივსაცემად, რომლებმაც ეს კავშირი პირველებმა აღმოაჩინეს.

ექიმი ჯეიმს მოსმანი ამბობს, რომ როცა მასთან უშვილო მამაკაცები მიდიოდნენ, აკვირდებოდა, ყველა ფიზიკურად ძალიან დიდი და კუნთიანი იყო. სწორედ ამის შემდეგ, ექიმმა კვლევების ჩატარება დაიწყო, რათა სტეროიდებისა და უნაყოფობის კავშირი დაედგინა. ექიმი მოსმანი „ბიბისისთან“ საუბარში აცხადებს, რომ მამაკაცები ცდილობენ, გამოიყურებოდნენ ძალიან დიდები და კუნთიანები, მაგრამ ამასობაში მათ აღარ რჩებათ სპერმა ეაკულაციის დროს.

კვლევებმა აჩვენა, რომ სტეროიდები ორგანიზმში ჰორმონ ტესტოსტერონის სიმულაცის ახდენს, რაც კუნთების ზრდას ხელს უწყობს. მათ ბოდიბილდერები მუდმივად იყებენენ. „კაცები მიდიან დარბაზში, რომ ქალებს თავი მოაწონონ, მაგრამ ამასობაში უშვილობის საფრთხეს ზრდიან“- აცხადებს პროფესორი.

მკვლევარები იმავეს ამბობენ აბებზე, რომლებსაც მამაკაცები თმის ცვენის შესაჩერებლად სვამენ. მედიკამენტის შედეგად, ტესტოსტერონი მეტაბოლიზდება ორგზანიზმში და აჩერებს თმის ცვენას, მაგრამ იმავდროულად, როგორც ექიმები ამბობენ, უშვილობის შანსს მკვეთრად ზრდის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები