LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელიც დანგრეულ ალეპოში კატების მოსავლელად დარჩა

152

მოჰამედ ალაა ალიალეელი სირიაში ცხოვრობს და მას „ალეპოელ კატების კაცს“ ეძახიან. ომისგან და ბომბებისგან დანგრეულ ქალაქში მოჰამედი ასობით მიტოვებული ქუჩის კატას უვლის.

ალეპო უკვე 4 წელია ინტენსიური ბრძოლების ადგილია, ქალაქი მუდმივად იბომბება და 40 ათასამდე ადამიანმა საცხოვრებელი სახლები უკვე დატოვა, მათთან ერთად წავიდნენ ალეპოდან ალიალეელის მეგობრებიც.

ომის დაწყებამდე მოჰამედი ელექტრიკოსი იყო. კონფლიქტის დაწყების შემდეგ კი ქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლად მუშაობდა და ხალხს გადარჩენაში ეხმარებოდა. ამასთან, კატებისთვის თავშესაფარიც მოაწყო.

ყველაფერი 20 კნუტით დაიწყო, ახლა კი მას 100-ზე მეტ კატაზე აქვს მეურვეობა აღებული.

„როდესაც ადამიანები ქალაქს ტოვებდნენ, მათი კატები ჩემთან მოდიოდნენ. ზოგმა თვითონვე დამიტოვა საკუთარი კატა, რადგან იციან, რომ ძალიან მიყვარს ცხოველები,“ – განაცხადა ალიალეელმა „ბიბისისთან“.

ერთხელაც, მასთან საკუთარი კნუტი ატირებულმა პატარა გოგონამ მიიყვანა და სთხოვა, ცხოველისთვის მიეხედა. გოგონამ მოჰამედს უთხრა, რომ ძალიან მოენატრებოდა კატა და როდესაც საშუალება ექნებოდა, მისი სურათები გაეგზავნა. მოჰამედი პერიოდულად ყოფილ პატრონს კატის სურათებს დღემდე უგზავნის.

cat-man-aleppo-syria-1

cat-man-aleppo-syria-2

cat-man-aleppo-syria-3

cat-man-aleppo-syria-4

cat-man-aleppo-syria-9

cat-man-aleppo-syria-11

cat-man-aleppo-syria-12

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები